გავაუმჯობესოთ ერთად! ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება. ვიწვევთ ჩვენს ერთგულ პაციენტებს, გაგვიზიარონ დეტალური უკუკავშირი - დაგვეხმარონ ჩვენი სერვისების კიდევ უფრო სრულყოფაში და მიიღონ განსაკუთრებული საჩუქარი მადლიერების ნიშნად.
ჩვენ ვიღებთ გულწრფელ უკუკავშირს უშუალოდ თქვენგან, თქვენ კი იღებთ სასიამოვნო ჯილდოს მადლიერების ნიშნად. თქვენი დახმარებით აღმოვაჩენთ ხარვეზებს, რომელსაც აღმოვფხვრით რათა ერთად შევქმნათ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება.
5 მარტივი ნაბიჯი
შერჩეული სილამაზის აგენტი სტუმრობს ჩვენს კლინიკას საიდუმლო შემფასებლის როლში - როგორც ჩვეულებრივი პაციენტი. ის აფასებს მომსახურების ხარისხს,პერსონალის ყურადღებასა და პროფესიონალიზმს, ასევე სერვისის სისწრაფესა და კომფორტს. ვიზიტის შემდეგ ავსებს სპეციალურ კითხვარს, რომლის მეშვეობითაც ვაუმჯობესებთ სერვისს და ვზრუნავთ, რომ თქვენი ყოველი ვიზიტი იყოს იდეალური.
არა. პერსონალმა არ უნდა იცოდეს, რომ თქვენ სილამაზის აგენტი ხართ. თუ თავს გაამხელთ, შემოწმება გაუქმდება. თუ პერსონალი
რამეს იეჭვებს ან დაგიკავშირდებათ, უბრალოდ დაასრულეთ შემოწმება და მოგვმართეთ დაუყოვნებლივ.